საარსებო მინიმუმი

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 333 ლარი და 10 თეთრია

rfi.ro

საქსტატმა საარსებო მინიმუმის ივლისის თვის კალკულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის ივლისში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 333.1 ლარი იყო, რაც დაახლოებით $139-ს შეადგენს. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი ივლისში 164 ლარი იყო. საარსებო მინიმუმი არის პირობითი ნიშნული, რომელიც გამოხატავს იმ მინიმალურ ღირებულებას, რაც ადამიანის ან ოჯახის ფიზიკური არსებობისთვის არის საჭირო. 

საქსტატის მიერ ივლისში დადგენილი საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ზომის ოჯახებისთვის კი ასე გამოიყურება:

  • შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 167.2 ლარი
  • საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 148.1 ლარი
  • ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 236.9 ლარი
  • სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 266.5 ლარი
  • ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 296.1 ლარი
  • ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 333.1 ლარი
  • ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 393.8 ლარი

საქსტატის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი თვეების მიხედვით განსხვავდება, რადგანაც სურსათის ფასები სეზონურად ცვალებადია. 

საქსტატი საარსებო მინიმუმს ასაკობრივი ჭრილის მიხედვით არ ადგენს, მსგავსი ინფორმაცია კი მინიმალური პენსიის დადგენის დროს მნიშვნელოვანი იქნებოდა. ხანდაზმულთა ასაკობრივი ჯგუფის საარსებო მინიმუმში სავარაუდოდ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანხებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც მათი პენსიის დადგენისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს. დღეისთვის საქართველოში გაცემული პენსიის მოცულობა 160 ლარია, ივლისიდან კი 180 ლარი გახდება. 

საქსტატი საარსებო მინიმუმს 2003 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ითვლის. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებაში შედის მხოლოდ საკვები რაციონის ღირებულება, სხვა ხარჯები, როგორიცაა კომუნალური ხარჯები და სატრანსპორტო ხარჯები საარსებო მინიმუმში არ შედის.

კომენტარები