James Bond

დენიელ ქრეიგი შემდეგი ჯეიმსი ბონდი იქნება

GQ Style

დენიელ ქრეიგი Bond 25-ში ჯეიმს ბონდის როლის შესრულებას დათანხმდა. მან ამის შესახებ განცხადება, სტივენ კოლბერტის "The Late Show"-ში გააკეთა.

ამ დრომდე მსახიობი არ თანხმდებოდა აგენტი 007-ის კვლავ თამაშს. პრესასთან საუბრისას ის უარყოფდა ყველა ინფორმაციას, რომელიც მის ბონდად დაბრუნებას უკავშირდებოდა.

დენიელ ქრეიგისთვის ეს მე-5 ჯეიმს ბონდის როლი იქნება. მისი პირველი ბონდის როლი Casino Royale-ში იყო, 2006 წელს.

Bond 25-ის გამოსვლის თარიღად 2019 წლის 8 ნოემბერი სახელდება.

კომენტარები