სოფლის მეურნეობა

ტრაქტორების სახელმწიფო ოპერატორი "მექანიზატორი" აქტივებს წამგებიანად მართავს

Reuters

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ოპერატორი სახელმწიფო კომპანია "მექანიზატორი" მის ხელთ არსებულ მრავალმილიონიან აქტივებს ეფექტურად ვერ მართავს. 

აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 2012-2014 წლებში "მექანიზატორის" ხარჯები და შემოსავლები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფოს მიერ ნაყიდი ძვირადღირებული ტექნიკა საკმაოდ დაბალი დატვირთვით მუშაობს.

კომპანიის ბალანსზე რიცხული 15,067,284 ლარის ღირებულების ტექნიკა-აგრეგატების მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა, მხოლოდ 367,798 ლარი, ანუ ამ აქტივების ღირებულების 2.44% შეადგინა.

კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკისგან მიღებული შემოსავლების შეფარდება ამ ტექნიკის ღირებულებასთან:

  • თვითმავალი სათიბელა - ღირებულება 396 177 ლარი, მიღებული შემოსავალი 461 ლარი, შეფარდება აქტივის ღირებულებასთან 0.12%
  • კარტოფილის მოსავლის ამღები - ღირებულება 1,688,343 ლარი, მიღებული შემოსავალი 7,578 ლარი, შეფარდება აქტივის ღირებულებასთან 0.45%
  • ქვის ამკრეფი - ღირებულება 915 333 ლარი, მიღებული შემოსავალი 4,345 ლარი, შეფარდება აქტივის ღირებულებასთან 0.47%
  • რულონური დამწნეხი - ღირებულება 1,052,324 ლარი, მიღებული შემოსავალი 6,090 ლარი, შეფარდება აქტივის ღირებულებასთან 0.58%
  • კარტოფილის სარგავი - ღირებულება 1,923,273 ლარი, მიღებული შემოსავალი 19,189 ლარი, შეფარდება აქტივის ღირებულებასთან 1.00%
  • ჩითილების სარგავი - ღირებულება 1,134,899 ლარი, მიღებული შემოსავალი 35,565 ლარი, შეფარდება აქტივის ღირებულებასთან 3.13%
  • სილოსის მასის ამღები - ღირებულება 2,599,782 ლარი, მიღებული შემოსავალი 88,734 ლარი, შეფარდება აქტივის ღირებულებასთან 3.41%
  • მინდვრის შემასხურებელი - ღირებულება 5,357,153 ლარი, მიღებული შემოსავალი 205,836 ლარი, შეფარდება აქტივის ღირებულებასთან 3.84%

კომენტარები