შველი

თელავში ნაპოვნი შველი ვერ გადაარჩინეს, მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ვეტერინარების მცდელობის მიუხედავად, თელავის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი შველის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხოველის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო - საბოლოოდ, მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა.

შველი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ, სოფელ მაღრაანში იმყოფებოდა და საჭირო პროცედურები ადგილზე უტარდებოდა. ვეტერინართა კონსულტაციით, მისი გადაყვანა ტრანსპორტირებით გამოწვეული მაღალი რისკის გამო, მიზანშეწონილი არ იყო.

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, მოქალაქემ დაზიანებული შველი 14 აგვისტოს იპოვნა და გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობა. შველს სამი კიდურის ღია მოტეხილობა ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.

კომენტარები