ნარკოდანაშაული

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მასაც ნარკორეალიზაციას ედავება.

ბოლო რამდენიმე დღეში, ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით სულ ხუთი ადამიანი დააკავეს. ყველა შემთხვევაში, შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა.

12 აგვისტოს, ფონიჭალაში, 33 შეკვრა ჰეროინის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ძმები ჯაფაროვები დააკავეს.

14 აგვისტოს, ფონიჭალაში, 4 შეკვრა ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს.

15 აგვისტოს, ასევე ფონიჭალაში, ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს. გუშინვე, თბილისის გასასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციისას, იმავე ბრალდებით მისი ნათესავი აიყვანეს.

კომენტარები