მკვლელობა

მთაწმინდაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

მთაწმინდის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების მუხლითაა აღძრული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დამნაშავე მოტოციკლზე იჯდა და მან ფეხით მიმავალ პირს რამდენჯერმე ესროლა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლით მიიმალა.

კომენტარები