ვენესუელა

ვენესუელაში ციხეში ე.წ. ბუნტს სულ მცირე 37 პატიმარი ემსხვერპლა

EPA

ვენესუელას სამხრეთ ნაწილში, ქალაქ პუერტო-აიაკუჩოს ციხეში ე.წ. ბუნტს სულ მცირე 37 პატიმარი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხის ჩასახშობად ციხეში სპეცრაზმი შევიდა. თვითმხილველების თქმით, ციხიდან სროლის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა.

ორმხრივი სროლის შედეგად დაშავებულია 14 სპეცრაზმელიც.

ე.წ. ბუნტის დროს ციხეში 105 პატიმარი იმყოფებოდა.

კომენტარები