ფული

შევედეთის მორიგი ნაბიჯი "უნაღდო" საზოგადოებისკენ, ქვეყანაში ძველი მონეტები უქმდება

bloomberg.com

31 აგვისტოდან 1.6 მილიარდი კრონის ღირებულების ($200 მილიონი) შვედური მონეტები ღირებულებას დაკარგავს. 

უქმდება 1, 2 და 5 კრონიანი ნომინალის მონეტები. მათ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ახალი, მონეტებით ჩაანაცვლებს. ახალი მონეტები უფრო მცირე ზომის იქნება და მათი დამზადება ცენტრალურ ბანკს შედარებით იაფი დაუჯდება. შვედეთში 2015 წელს რეფორმა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხლდა ძველი 100 და 500-კრონიანი ბანკნოტები. 

ცენტრალური ბანკის შეფასებით, მონეტების დიდ ნაწილს არავინ ჩააბარებს და ისინი ღირებულებას დაკარგავენ.

იქამდე სანამ მონეტები ღირებულებას დაკარგავენ საქველმოქმედო ორგანიზაციები ცდილობენ ყველა ოჯახს მიაკითხონ და მათგან შემოწირულობის სახით მიიღონ ის მონეტები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ღირებულებას დაკარგავდნენ.

შვედეთი უნაღდო საზოგადოების მიღწევასთან ახლოსაა

შვედეთი ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1661 წელს ბაზარზე ბანკნოტის ცნება შემოიტანა. დღეს კი შვედეთი "უნაღდო" ფულის ფართომასშტაბიანი დანერგვის პიონერია.

მსოფლიოს ქვეყნებს შორის ნაღდ ფულზე დამოკიდებულება ყველაზე დაბალი შვედეთშია. შევედთის 1.6 ათასზე მეტ ბანკში ნაღდი ფულით ანგარშსწორება საერთოდ არ ხდება.

მეტიც, 2006 წელს შვედეთის ეკონომიკაში 95 მილიარდი კრონის ნაღდი ფული იყო, 2016 წლის ბოლოსთვის კი ბრუნვაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 56 მილიარდი კრონა შეადგინა. ეს ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 3%-ია. 

ქვეყანის მოსახლეობა თითქმის ყველა შენაძენის განხორციელებისას ელექტრონულ ფულს, საბანკო ბარათებსა და ონლაინ გადარიცხვებს იყენებს. 

ელექტრონული ფულის გამოყენებით, იზოგება მილიონობით კრონა, რაც ნაღდი ფულის ცირკულირებისთვის იყო აუცილებელი. რადგანაც ელექტრონული ფულის გადარიცხვა და ტრანსპორტირება გაცილებით უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯითაა შესაძლებელი ვიდრე სპეციალური ესკორტით ფულის აკრეფა მისი დახარისხება, შემოწმება და აშ. ელექტრონული ფულის დათვლა, შენახვა, მონიტორინგი და სხვა ხარჯები ნაღდ ფულთან შედარებით ბევრად ნაკლებია.

უნაღდო საზოგადოების მიღწევას სამხრეთ კორეაც ცდილობს

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ელექტრონული "უნაღდო" ფულის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ბანკმა პირველად სამიზნედ 2020 წლისთვის მიმოქცევიდან მონეტების ამოღება დაისახა.

მიმოქცევაში არსებული ყველაზე მსხვილი ნომინალის ღირებულება $0.5-ია, ამ ფულს ცენტრალური ბანკი T Money ბარათით ჩაანაცვლებს, რომელსაც მომხმარებლები წვრილი დანახარჯებისთვის (მაღაზიები, ტრანსპორტი) გამოიყენებენ.

სამხრეთ კორეისთვის უნაღდო ანაგარიშსწორების გადახდების ყველა დონეზე დანერგვა რთული მისაღწევი არ უნდა იყოს, რადგანაც თითოეულ მოქალაქეს საშუალოდ 1.9 საკრედიტო ბარათი ეკუთვნის, გადახდებში კი ნაღდი ფულის წილი მხოლოდ 20%-ია. ნაღდი ფულზე უარის სრულად უარის თქმა ცენტრალური ბანკისთვის ეკონომია იქნება.

₩10 ვონის მონეტის დამზადება ₩10 ვონზე ძვირი ჯდება, ეს კი ცენტრალური ბანკისთვის რესურსების არაეფექტურ ხარჯვას წარმოადგენს. ცენტრალური ბანკი წელიწადში $40 მილიონზე მეტს მონეტების დამზადებაზე ხარჯავს, ასევე მრავალ დანახარჯთანაა დაკავშირებული ამ ფულის აკრეფა, გადატანა, მონიტორინგი, დათვლა, დაცვა და სხვა ხარჯები.

კომენტარები