ტერაქტი ბარსელონაში

კობახიძე: ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ვუსამძიმრებ ესპანელ ხალხს დღეს, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად. საქართველო აგრძელებს ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერია კობახიძის განცხადებაში.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

კატალონიის პოლიციის განცხადებით, ბარსელონაში მომხდარი თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ნაწილის ცნობით კი, ტერაქტს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები