ტერაქტი ბარსელონაში

საკონსულოს ცხელი ხაზი: საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედ ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ შეტყობინებები არ დაფიქსირებულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედ ცხელი ხაზის ნომერს: +34687661274. ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

"საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

კატალონიის პოლიციის განცხადებით, ბარსელონაში მომხდარი თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ნაწილის ცნობით კი, ტერაქტს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები