პროსტიტუცია

პუშკინის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანი დააკავეს

თბილისის ცენტრში პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ მასაჟის სალონთან სპეცოპერაცია ჩატარდა.

სპეცოპერაციის შედეგად რვა ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველები ადგილზე 2 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა.

როგორც ტაბულას შსს-მ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.

კომენტარები