ტერაქტი ბარსელონაში

ტერაქტი ბარსელონაში: სატვირთო მანქანის მართვაში ეჭვმიტანილი დანაშაულს უარყოფს

SPANISH NATIONAL POLICE/ HANDOUT

28 წლის დრის უბაქირი, რომელიც ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. სატვირთო მანქანის მართვის შესახებ ბრალდებას უარყოფს.

უბაქირის თქმით, მისი პირადი დოკუმენტები მოიპარეს და სატვირთო მანქანა მისი სახელით დაიქირავეს [პოლიციამ უბაქირის იდენტიფიცირება, სწორედ სატვირთო მანქანების გამქირავებელი ფირმის მონაცემებით მოახერხა].

აღსანიშნავია, რომ დრის უბაქირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. წარსულში კი, გარკვეული დრო პატიმრობაშიც აქვს გატარებული, ის 2012 წელს გათავისუფლდა. უბაქირი მაროკოს მოქალაქეა.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის საქმეზე პოლიციას ამ ეტაპზე ორი ადამიანი ჰყავს დაკავებული. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი კი ლიკვიდირებულია.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

კატალონიის შს მინისტრის თქმით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავებულია. დაშავებულთაგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები