კრიმინალი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

metro.us

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ნიღბიანი პირი ოთხ ახალგაზრდას თავს დაესხა. მან ერთ-ერთი მათგანი ცივი იარაღით დაჭრა. ინტერპრესნიუსი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები