ტერაქტი ესპანეთში

მანჩესტერის ტერაქტში გადარჩენილი პირი ბარსელონას თავდასხმის ეპიცენტრში აღმოჩნდა

0 კომენტარი

მამაკაცს, რომელიც 2017 წლის მაისში მანჩესტერში მომხდარ ტერაქტს გადაურჩა, ახლა უკვე ბარსელონას ტერაქტის დროს გაუღიმა ბედმა. 

მანჩესტერში მცხოვრები 30 წლის კრის პაული ბარსელონაში სამოგზაუროდ იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევით ტერაქტის ცენტრში აღმოჩნდა და უკვე მეორედ გადაურჩა სიკვდილს. 

"ჩვენ ინციდენტის ადგილას მოვხვდით, ახლახანს დავბრუნდით სასტუმროში. არც კი მჯერა,"- ამბობს პაული. 

გუშინ ღამით ესპანეთში რამდენიმესაათიან დროის შუალედში ორი ერთმანეთის მსგავსი თავდასხმა მომხდა - ბარსელონასა და ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ზღვისპირა კურორტ კემბრილსზე მანქანამ მოქალაქეებს გადაუარა. 

ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი, კურორტზე თავდასხმას კი, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებული 7 მოქალაქიდან, რომელთა შორისაც პოლიციის ოფიცერიცაა, 1-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. კემბრილსზე თავდასხმის მონაწილე 5-ვე პირი პოლიციამ ადგილზე მოკლა, როდესაც მანქანიდან ცდილობდნენ გადმოსვლას. მათ წელზე შაჰიდის ქამრები ეკეთათ. პოლიცია ამბობს, რომ არსებობს შესაძლო კავშირი მათსა და ბარსელონაზე თავდასხმის მონაწილეებს შორის. დაკავებულია 3 პირი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები