ფეხბურთი

Lady-დან სოსელომდე - გორის ქალთა საფეხურთო გუნდს სახელს უცვლიან

0 კომენტარი
ფოტო: Soselo Gori/Fb.com

გორის ქალთა საფეხბურთო გუნდს "Lady Gori" მწვრთნელების გადაწყვეტილებით, სახელი შეეცვალა და "სოსელო გორი" დაერქვა. გუნდი ჯერჯერობით, სახელს ოფიციალურად არ ატარებს, თუმცა, შეხვედრებს ამ სახელით მართავს. შიდა ქართლის ფეხურთის ფედერაციის პრეზიდენტის გია რევაზიშვილის თქმით, დებულების თანახმად, სანამ გუნდი არ ჩაატარებს საფეხბურთო სეზონს, მას სახელის შეცვლის უფლება არ აქვს.

"ამიტომ, სოსელო, რომელიც შექმნეს ჩვენმა მწვრთნელებმა, ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს. ოფიციალურად ფუნქციონირებს "ლედი გორი", რომელიც ჩემპიონატს ჩაატარებს და და შემდეგ, ან სოსელო დაერქმევა, ან მაყვალა" - ამბობს რევაზიშვილი.

გუნდის მწვრთნელის გიორგი მურადაშვილის მტკიცებით, ახალი სახელი სტალინს არ უკავშირდება.

"ამას გულახდილად ვამბობ. რიჩარდი [გუნდის მწვრთნელი, რომელიც აფრიკიდან ჩამოვიდა] სწავლობს საქართველოს ისტორიას და მოეწონა ეგ სახელი, იქ ლელოსთანაც არის დაკავშირებული, სხვა რაღაცეებთანაც არის დაკავშირებული, მაგისთვისაა, თორემ სტალინთან არაფერი კავშირი არ აქვს ამ სახელს" - ამბობს მურადაშვილი ტელეკომპანია დიასთან საუბარში.

თავად რიჩარდ ოიბადეს თქმით კი, "სტალინს მთელი მსოფლიო იცნობს, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი და სტალინის მუზეუმი ვნახე, რაც სკოლაში მისწავლია... შეიძლება, ქართველებს არ მოსწონთ, მე მომწონს".

გორის ქალთა საფეხბურთო გუნდისთვის სახელის გადარქმევას facebook-ში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც "სოსელო გორი" გუნდის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უწოდებს.

"კანონით დადგენილ ფარგლებში გვაქვს არჩეული სახელი "ლედი გორიც" და "სოსელოც", არავის აქვს უფლება, თავისი მოსაზრებებით უკან დაწიოს და ხელი შეუშალოს ქალთა ფეხბურთის დანერგვას და განვითარების მცდელობას შიდა ქართლში. ყველას მოსაწონი სახელი არცერთ გუნდს არ აქვს, ასე რომ იმედი გვაქვს გორელი საზოგადოების გულშემატკივრობის, აგორებული ანტიპიარის ფონზეც" - ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები