პოლიტიკა

რუსი დეპუტატი ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე არ შემოუშვეს

Facebook.com

რუსი დეპუტატი, იგორ მარტინოვი ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე არ შემოუშვეს. ამის შესახებ მარტინოვი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

დეპუტატის თქმით, ქართველმა მესაზღვრეებმა ის და მისი ოჯახი საქართველო-სომხეთის საზღვართან ორი საათზე მეტი ამყოფეს, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნის გარეშე საზღვარზე შემოსვლის უფლება არ მისცეს და უკან გააბრუნეს.

დეპუტატის თქმით მას მანქანა ერევანში ყავდა დატოვებული. იგი ერევანში საქართველოს გავლით ჩავიდა, თუმცა შემდეგ მას საზღვარზე შემოსვლის უფლება აღარ მისცეს. ამიტომ იგი ერევნიდან რუსეთში თვითმფრინავით გადაფრინდა.

კომენტარები