ფინეთი

ფინეთის პოლიციის ცნობით, ტურკუში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია გარდაცვლილი

yle.fi

ფინეთის პოლიციის ცნობით, ფინეთის ქალაქ ტურკუში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია გარდაცვლილი, სულ მცირე 8 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აქედან სამი დაშავებულის ოპერაცია უკვე მიმდინარეობს.

თავდასხმის ფაქტს ტვიტერით გამოეხმაურა ფინეთის პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, მთავრობა თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და ისინი მოგვიანებით შეიკრიბებიან.

რამდენიმე საათის წინ მამაკაცი ფინეთის სამხრეთ-დასავლეთ მდებარე ქალაქ, ტურკუში, რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. თავდასხმის შემდეგ პოლიციამ იგი ფეხში დაჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია და ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

სამართალდამცავები მოსახლეობას აფრთხილებენ, ქალაქის ცენტრიდან თავი შორს დაიჭირონ.

 

კომენტარები