თავდასხმა

გერმანიაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

iStock/Thinkstock

გერმანიის ქალაქ, ვუპერტალში დანით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, ისინი ერთ ან მეტ ეჭვმიტანილს ეძებენ. ასევე, პოლიციის ინფორმაციით ამ შემთხვევას არაფერი აქვს საერთო ტერორისტულ აქტთან.

რამდენიმე საათის წინ დანით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ფინეთშიც. თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი და სულ მცირე დაშავებულია 8.

კომენტარები