პროსტიტუცია

ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონთან საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

 

თბილისის ცენტრში ნიკოლაძის 7 ნომერში, ერთ-ერთ მასაჟის სალონთან სპეცოპერაცია ჩატარდა.

სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა.

როგორც ტაბულას შსს-მ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცავი უწყება მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს.

გუშინ, პუშკინის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონთან სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც 8 ადამიანი დააკავეს. გამოძიება ასევე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით მიმდინარეობდა.

კომენტარები