აშშ

ჯეიმს მეტისი უკრაინას ეწვევა, საუბრის თემა რუსული აგრესია იქნება

politico.com

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი აგვისტოს ბოლოს იორდანიას, თურქეთსა და უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახური ავრცლებს.

მეტისი თავის ტურს იორდანიაში დაიწყებს, სადაც მეფე აბდულას შეხვდება. იორდანია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-სთან ერთად იბრძვის სირიასა და ერაყში. მეტისის იორდანიაში პირველად იქნება ოფიციალური ვიზიტით. 

მეტისი ასევე NATO-ს წევრ თურქეთსაც ეწვევა, სადაც თურქეთის უმაღლეს ოფიციალურ პირებს შეხვდება, მათ შორის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მეტისი თურქეთისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გამოსახატად ჩავა, როგორც სტრატეგიული პარტნიორისა და NATO-ს წევრისადმი. ამასთან, მათი საუბრის თემა ქურთების მუშათა კლასის პარტიასთან დაკავშირებულ ბრძოლასაც შეეხება. პარტია აშშ-ის, თურქეთისა და ევროპის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული. 

უკრაინაში ვიზიტისას კი, მეტისი თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა რუსული აგრესია იქნება, კერძოდ 2015 წლის კონფლიქტი. მეტისი კვლავ დაუდასტურებს უკრაინას, რომ აშშ მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მას მოკავშირედ განიხილავს. 

კომენტარები