თავდასხმა

რუსეთში მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა, პოლიციამ პირი ადგილზე მოკლა

რუსეთის ქალაქ სურგუტში ერთმა ან რამდენიმე პირმა ქალაქის ცენტრში 7 გამვლელი დანით დაჭრა. რუსი სამართალდამცავების თქმით, თავდამსხმელი ერთი იყო, რომელიც მათ ადგილზევე მოკლეს. თუმცა, თვითმხილველები ამბობენ, რომ სულ 3 თავდამსმხელი იყო. 

რუსული მედიის ცნობით, დაზარალებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 5-ის საშუალოდ. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა სამართალდამცავები ჯერჯერობით ტერაქტის ვერსიას არ განიხილავენ და მამაკაცის ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორიას სწავლობენ. 

ინტერნეტში თავდამსხმელის ლიკვიდირების ამსახველი მასალა ვრცელდება.

კომენტარები