ბოსტონი

ათეულობით ათასი ადამიანი ბოსტონში რასიზმის წინააღმდეგ გამოვიდა

MATTHEW HEALEY / EPA

ათეულობით ათასი ადამიანი ბოსტონის ქუჩებში რასიზმის წინააღმდეგ ხმის ასამაღლებლად გამოვიდა, პარალელურად კი მათ აქციას, სახელწოდებით "თავისუფალი სიტყვა" ულტრა მემარჯვენე აქტივისტების მცირე ჯგუფმა კონტრაქცია მოუწყო. 

ნეონაცისტების მცირე ჯგუფი მალევე დაიშალა და მათ ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვეს. 

"თავისუფალი სიტყვის" ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი არ მისცემენ პლატფორმას რასიზმსა და ფანატიზმს.

ორ დაჯგუფებას შორის ურთიერთობა შარლოტსვილში მომხდარი სასტიკი მარშის შემდეგ დაეძაბათ, სადაც ფაშისტური სიმბოლიკით აღჭურვილმა ჯგუფს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოსტონ ჰერალდის ცნობით, აქციას 30 000 ადამიანი ესწრებოდა, რომლებიც სკანდირებდნენ "არა ფაშიზმს აშშ-ში".

12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებმა და ნეო-ნაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი გენერალი რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. რობერტ ედვარდ ლი ამერიკის სამოქალაქო ომში მონობის მომხრე, კონფედერაციული ძალების გენერალი იყო. ულტრანაციონალისტების მსვლელობის გასაპროტესტებლად კი ქუჩაში ანტი-რასისტული ჯგუფები გამოვიდნენ, რასაც მხარეებს შორის შეტაკება მოყვა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა.

კომენტარები