კიბერდანაშაული

სააგენტო ექსპრესნიუსზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად, ყველა ფაილი განადგურდა

0 კომენტარი
ფოტო: COUNCIL OF EUROPE

სააგენტო ექსპრესნიუსზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც განადგურდა BackUp და ყველა ფაილი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტოს დირექტორი და დამფუძნებელი ავრცელებს. 

მისი თქმით, "კონტრაქტორმა სერვერის უზრუნველმყოფმა კომპანიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და აღნიშნა, რომ ყველა ბაზა და ფაილი წაშლილია და ვერაფრით ვერ მოახერხებდნენ ასეთი თავდასხმისგან ExpressNews დაცვას".

ამ დროისთვის საიტი აღარ არსებობს.

მანაგაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სარჩელს დღესვე შეიტანენ და იმედოვნებს, რომ დაადგენენ, ვინ და რა მიზნით ჩაიდინა კიბერდანაშაული სააგენტოს მიმართ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახალი ამბების სააგენტო ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი ხდება. 2017 წლის 21 თებერვალს ჰაკერებმა გურია News-ის საიტიც დაჰაკეს, რის შემდეგაც წაიშალა ბაზა და ყველა ინფორმაცია. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ის პირველი ნაწილით იძიებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ბოლო ორ თვეში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოვავლინეთ

კომენტარები