ოკუპირებული რეგიონები

ახალგორის ქართულენოვანი სკოლები რუსულ ენაზე და რუსული პროგრამით ისწავლიან

სკოლა ახალგორში
SERGEI UZAKOV / tass

ახალი სასწავლო წლიდან ოკუპირებული ახალგორის რაიონის ქართულენოვან სკოლებში მოსწავლეებს გაკვეთილები რუსულ ენაზე და რუსული პროგრამით ჩაუტარდებათ. ქართულ ენას სკოლის მოსწავლეები ცალკე საგნად ისწავლიან.

მარიონეტული რეჟიმის ცნობით, პროგრამული ცვლილება ახალგორის რაიონში, ამ ეტაპზე მხოლოდ დაწყებით კლასებს შეეხება.

​​​​​​"ჩვენ არ ვართ ქართული ენისა და მისი სკოლაში სწავლების წინააღმდეგი. მაგრამ, ჩვენი ბავშვები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დასრულების შემდეგ უნდა ჩაირიცხონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რის შემდეგაც მათ რესპუბლიკაში მუშაობა მოუწევთ.

ენობრივი ბარიერის გადასალახად ჩვენ უნდა შევუქმნათ მათ შესაბამისი პირობები, ნაციონალობის მიუხედავად, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ლენინგორის რაიონში - ჩვენები არიან", - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა.

კომენტარები