სპორტი

სპორტის მინისტრმა ალექსანდრე ანპილოგოვს "სპორტის რაინდის" წოდება მიანიჭა

სპორტის სამინისტრო

ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაწესებული უმაღლესი ჯილდო 63 წლის ხელბურთელს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.  

ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ანპილოგოვმა 1976 წელს, მონრეალში მოიგო საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, 1980 წელს კი, ოლიმპიადის ვერცხლის მედალს დაეუფლა. საკავშირო ნაკრების მაისურით ქართველმა ხელბურთელმა 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

ალექსანდრე ანპიოლოგოვი ხელბურთში საქართველოდან ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია.                               

კომენტარები