კოღო

6 მიზეზი, რატომ ხართ კოღოებისთვის უფრო მიმზიდველი

Discover Magazine

კოღოები საკუთარ ნადავალს რამდენიმე ფაქტორის მიხედვით ირჩევენ, მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ამ მწერებისთვის უფრო მიმზიდველები ვხდებით, ვიდრე დანარჩენი სხვები.

ნახშირორჟანგის ჭარბად გამოყოფა

კოღოები უფრო მეტად კბენენ ადამიანებს, ვინც ჭარბად გამოყოფს ნახშირორჟანგს, ეს განსაკუთრებით ეხებათ ჭარბწონიან ადამიანებსა და ორსულ ქალებს.

რძის მჟავის გამოყოფა

ვარჯიში ადამიანში იწვევს რძის მჟავის გამოყოფას, რაც ადამიანის ოფლშია განთავსებული. კოღოებისთვის ასეთი ადამიანები სხვა დანარჩენზე მიმზიდველები ხდებიან.

ალკოჰოლის მიღება

რამდენიმე კვლევის მიხედვით, კოღოებისთვის მიმზიდველები ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც ლუდს მიირთმევენ.

სისხლის ჯგუფი

ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისხლის I ჯგუფი, უფრო მეტად არიან საფრთხის ქვეშ, რომ კოღოების თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.

ბაქტერიები

ადამიანები, რომლებსაც კანზე ბევრი სახის ბაქტერია ყავთ, ნაკლებად მიმზიდველები ხდებიან კოღოებისთვის.

ორსულობა

მალარიის გადამტანი კოღოებისთვის, კვლევის მიხედვით, ორსული ქალები ბევრად უფრო საინტერესოები არიან, ვიდრე სხვა დანარჩენი.

კომენტარები