ტერაქტი ბარსელონაში

ტერაქტის უშუალო შემსრულებელი იუნეს აბუიაქუბის ევროპის მასშტაბით ეძებენ

AFP/Getty Images

ესპანეთის შს სამინისტროს ცნობით, რომ ბარსელონაში განხორციელებული ტერაქტის უშუალო შემსრულებელი იუნეს აბუიაქუბია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ესპანელი სამართალდამცველებს არ აქვთ ინფორმაცია 22 წლის მაროკოელი ტერორისტის ადგილსამყოფელის შესახებ. ეჭვმიტანილს როგორც ესპანეთის, ასევე ევროპის მასშტაბით, ევროპელ კოლეგებთან ერთად ეძებენ.

17 აგვისტოს, ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავებულია. დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები