Jay-z-მ Numb/Encore კიდევ ერთხელ შეასრულა და ის ჩესტერ ბენინგტონს მიუძღვნა

ალბათ, ყველას გახსოვთ Jay-Z-ისა და ჩესტერ ბენინგტონს გაერთინება და 2004 წელს შესრულებული სიმღერა Numb/Encore. 2006 წელს დუეტმა გრემის მოპოვებაც შეძლო საუკეთესო რეპ სიმღერის კოლაბორაციისთვის.

20 აგვისტოს ბრიტანეთში, V festivale-ზე Jay-z-მ კვლავ შეასრულა სიმღერა Numb/Encore და ის ლინკინ პარკის გარდაცვლილ ვოკალისტს, ჩესტერ ბენინგტონს მიუძღვნა. მომღერალმა სიმღერის დაწყებამდე სიტყვით მიმართა აუდიტორიას:

"შეგიძლიათ დღეს ღამე გაანათოთ ჩესტერის გულისთვის? კიდევ ერთხელ, დღეს ღამე. იხმაურეთ და ის გაიგებს თქვენს ხმას სამოთხეში"

მედიის ინფორმაციით ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. Linkin Park-ის ვოკალისტი, 20 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

კომენტარები