ხანძარი

ალიევმა ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოაგზავნა

apa.az -ის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა.

უკანასკნელი ინფორმაციით, ბორჯომის სოფელ დაბაში არსებული ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დამწვარია 5 ჰექტარის ფართობის ტყის მასივი.

24 საათზე მეტია, ცეცხლის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე და მძიმე ტექნიკა ცდილობს. მათ მოხალისეებიც შეუერთდნენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ხანძარი 2008 წლის აგვისტოს ომში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ ტერიტორიას გუშინ გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები