ქარის გამო, ბორჯომის ტყეში ისევ ხანძარი გაჩნდა

Tea Subeliani/Fb.com

ბორჯომის ტყეში ისევ ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე საათის წინ, ცეცხლის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ქარი გაძლიერდა, რის გამოც, ცეცხლი თავიდან გაღვივდა.

ამ დროისთვის, ბორჯომის ტყეში კვლავ ძლიერი დაკვამლიანება და ხანძრის კერებია.

ხანძრის ჩაქრობას უწყვეტ რეჟიმში ცდილობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. ცოტა ხნის წინ, ვერტმფრენი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, აზერბაიჯანმაც გამოგზავნა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ხანძარი 2008 წლის აგვისტოს ომში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ ტერიტორიას გუშინ გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები