ხანძარი

გარემოს დაცვის სამინისტრო: ცეცხლის ლოკალიზება გაძლიერებული ქარის გამო ვერ ხერხდება

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბასთან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება გაძლიერებული ქარისა და დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება.

სოფელ დაბას მიმდებარედ მთის ქედზე გაჩენილია ხანძრის ახალი კერები, ცეცხლი ტყის მასივსაც მოედო.

სამინისტროს განცხადებით, მაშველებს ხილვადობაში ხელს გართულებული მეტეოროლოგიური პირობები და დაკვამლიანება უშლის. 

უწყების განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად აზერბაიჯანის მთავრობას მიმართა. აზერბაიჯანული ვერტმფრენი უკვე ადგილზეა და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად იღებს მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობის პროცესში. 

მათივე ცნობით, ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.

კომენტარები