მზის სრული დაბნელება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მზის სრულ დაბნელებას თეთრი სახლის აივნიდან უყურა

MARK WILSON / Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მელანია ტრამპთან და ბარონ ტრამპთან ერთად, მზის სრულ დაბნელებას თეთრი სახლის აივნიდან უყურა.

პრეზიდენტის ოჯახის მზის სრულ დაბნელებას სპეციალური დამცავი სათვალეებით უყურებდა, თუმცა დონალდ ტრამპმა სათვალე რამდენიმე წამით მოიხსნა და დაბნელებას შეუიარაღებელი თვალით შეხედა. მის ამ ნაბიჯს გარშემომყოფების შეძახილიც მოყვა - "არ შეხედოთ".

შემდეგ ტრამპმა კვლავ გაიკეთა სათვალე და მზის სრულ დაბნელებას დაახლოებით წუთნახევრის განმავლობაში უყურა.

კომენტარები