მილის დაზიანების გამო, გლდანის ნაწილს დღეს საღამოდან ხვალ დილამდე წყალი არ ექნება

ერიკ თაიერი / REUTERS

გლდანში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი დაზიანდა. შედეგად, მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი ადგილები და სარდაფები დაეტბორა. GWP-ის ინფორმაციით, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მიმდინარეობს ქსელის წყლისგან დაცლა.

დაზიანების აღსადგენი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს, 20:30 საათიდან, 22 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონის III, IIIა, V-VIII მიკრორაიონებს. ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას, კომპანია დამატებით გაავრცელებს.

"წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge" - აცხადებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და აღნიშნავს, რომ ეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს. 

კომენტარები