ბილ გეითსი

ბილ გეითსის ერთი დღე

ბილ გეიტსი თავის საყვარელ ბიზნეს-სათავგადასავლო წიგნს კითხულობს
ჯონ ქითლი / The Wall Street Journal

როგორია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ერთი დღე?

ბილ გეითსი დილით, საუზმეზე, როგორც წესი შოკოლადის ბურღულ Cocoa Puffs-ს მიირთმევს, მაგრამ მისმა ცოლმა ბეტსი ლეინის სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ ბილ გეითსი როგორც წესი საუზმეს ტოვებს.

იმ შემთხვევაში იგი თუ არ მუშაობს, გეითსი დილით ვარჯიშობს და პარალელურად უყურებს სასწავლო კომპანიის სერიალს "'Great Courses". ასევე, იგი დილით გაზეთებს კითხულობს- The New York Times, The Wall Street Journal, და The Economist.

ბილ გეითსის ყოველდღიური განრიგი ისე არის შედგენილი, რომ საქმიდან საქმემდე თავისუფალი დროისთვის გამოყოფილი მხოლოდ 5 წუთია. გეითსს ყოველთვის ჩაწერილი აქვს განრიგი.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი საუზმეს ხშირად ტოვებს, ის ყოველთვის იცლის ლანჩისთვის. მისი საყვარელი სენდვიჩი და კერძი ლანჩზე ჩიზბურგერია.

ბილ გეითსს ძალიან დიდი ბიბლიოთეკა აქვს, მის განრიგში დღის განმავლობაში, ყოველთვის არის დრო გამოყოფილი წიგნის კითხვისთვის. იგი ხშირად აკეთებს მისი საყვარელი და აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიებს.

იმ შემთხვევაში თუ ბილ გეითსი არ კითხულობს ან არც მუშაობს, დროს თავის 3 შვილთან ერთად ატარებს. ის მის შვილებთან ერთად უცნაურ და განსხვავებულ ადგილებში ერთობა. როგორც გეითსმა Quartz-ს განუცხადა, მის შვილებს მოსწონთ მასთან ერთად ყოფნა და გართობა.

შაბათ- კვირას ბილ გეითსის მთავარი გასართობი ბრიჯის თამაშია, მას ასევე ჩოგბურთის თამაშიც უყვარს.

რას შვრება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი დღის ბოლოს? როგორც ბილ გეითსმა Reddit-ს უთხრა, ის ყოველ ღამე, ძილის წინ ჭურჭელს რეცხავს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანებიც გამოხატავენ მსგავს ინიციატივას.

კომენტარები