ბელარუსმა ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი გამოგზავნა

ბელარუსი საქართველოში ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდ ვერტმფრენს გზავნის, რომელიც 15 ტონიანი წყლის რეზერვუარით არის აღჭურვილი.

ბელარუსის საელჩოს განცხადებით, მის ბორტზე 10 მაშველი იმყოფება.

"2017 წლის 22 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მომართვის საფუძველზე საქართველოში ბორჯომის ტყის მასივის ხანძრის ლიკვიდაციაში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ბელარუსის პრეზიდენტის დავალებით, ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა საქართველოში. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, რომელიც ტვირთამწეობით გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი, საქართველოში ჩაფრინდება უახლოეს საათებში", - ნათქვამია საქართველოში ბელარუსის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები