საპატრიარქო ხვალ ბორჯომში მღვდლებს გაგზავნის... სალოცავად

ambioni.ge

ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში პარაკლისი გადაიხადა.

"წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით ჩაქრება ეს ხანძარი. ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რომ უფალმა მოიღოს წყალობა. ხვალ მინდა გავაგზავნო ჩვენი სასულიერო პირები ბორჯომის ხეობაში და იქ ჩაატარებენ პარაკლისს" - აღნიშნა ილია მეორემ.

 

კომენტარები