ხანძარი გლდანის ხევში

გლდანის ხევში ხანძარია, ცეცხლი 5000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას განუცხადეს, რომ გლდანის ხევში ხანძარი 5000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ცეცხლი ბალახს უკიდია. მის ჩაქრობას ორი სამაშველო ბრიგადა ცდილობს. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზება გრძელდება. 

სააგენტოს განცხადებით ხანძარი ამ მომენტისთვის შეკავებულია.

კომენტარები