ხანძარი

საქართველოს ბანკი 1 000 000 ლარს დამწვარი ტერიტორიის აღდგენისთვის გამოყოფს

საქართველოს ბანკი 1 მილიონ ლარს გამოყოფს საქართველოს მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის. 

საქართველოს წამყვანი ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა ქვეყნის მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენას და ხანძრის პრევენციას მოხმარდება.

"ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიიდან გამომდინარე მართლაც მძიმე დღეები გამოიარა ქვეყანამ, საქართველოს ბანკი, მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში და სწორედ მათი თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგია, სტიქიასთან გამკლავება.

ამასთან, რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ მისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ბორჯომში დამწყვარი ტყის ნაწილის აღდგენა მოხდა. დღეს აღდგენის მიზნით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს, ერთობლივი ძალებით საქართველოს აღვადგენთ", - წერია ბანკის განცხადებაში. 

კომენტარები