პარლამენტმა სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა

თავდაცვის სამინისტრო

პარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტის ბრძანებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არც ერთი არ წასულა. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” გუშინ მიმართა. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ბრძანება გუშინვე გამოსცა. 

აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეები ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში წუხელ ღამითვე ჩაერთნენ. 

კომენტარები