ხანძარი

ინაშვილი: რუსეთის დახმარებაზე უარს არცერთი ევროპული ქვეყანა არ ამბობს

"რუსეთის დახმარებაზე კრიზისულ ვითარებაში არცერთი ევროპული ქვეყანა არ ამბობს", - ამბობს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ირმა ინაშვილი.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს დახმარება რუსეთმაც შესთავაზა, თუმცა "აღნიშნული დახმარება საჭირო არ გახდა." ცნობისთვის 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ბორჯომის ტყის დიდი ნაწილი - 950 ჰექტარი სწორედ რუსულმა მხარემ გადაწვა.

"არ ვიტყოდი უარს რუსეთის შემოთავაზებაზე, რადგანაც არის კრიზისული ვითარებები ქვეყანაში, როცა შენ უნდა იაზროვნო სახელმწიფოებრივად", - ამბობს პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი.

ინაშვილის თანაპარტიელი ადა მარშანია კი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო რუსულ დახმარებაზე მიიღებდა ამით ქვეყნებს შორის "სამეზობლო კონტაქტები დამყარდებოდა."

კომენტარები