კალათბურთი

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ათენში საბერძნეთის ნაკრები 72:71 დაამარცხა

23 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში "აკროპოლისის თასზე" საბერძნეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა ათენში. ბერძნები ფავორიტად ითვლებოდნენ. ქართველებმა დაძაბულ თამაშში ერთქულიანი უპირატესობით - 72-71-ზე გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებს ზაზა ფაჩულია აკლდა.გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს, სერბეთთან გამართავს, საბერძნეთი კი იტალიას შეხვდება.

კომენტარები