კრიმინალი

მამაკაცის წამებისთვის ხუთი პირი დააკავეს

metro.us

ქვემო ქართლში მამაკაცის წამებისთვის ხუთი პირი დააკავეს. შსს-ს ასევე იდენტიფიცირებული ჰყავს ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 6 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირმა შუახნის მამაკაცს ჯერ სცემა, შემდეგ კი, გააუპატიურა. დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

გამოძიება სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წამებას გულისხმობს. ჯგუფურად ჩადენილი წამება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით, თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები