ავტოავარია

გურიაში, ტრაილერის მისაბმელი ავტომობილს დაეცა, დაიღუპა 5 ადამიანი

metro.us

გურიაში, სოფელ ჩიბათთან, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა. ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, 1 კი - საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები