გახშირებული ხანძრების გამო პატრიარქმა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა

საქართველოს საპატრიარქო

გახშირებული ხანძრების გამო, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებან და სასულიერო პირებთან ერთად ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. 

"ა.წ. 22 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ბორჯომის ხეობაში და საერთოდ ქვეყანაში გახშირებული ხანძრების გამო ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა და ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღმერთს შეავედრა,"- წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

ბორჯომის ხეობაში უკვე მე-5 დღეა ხანძრის ჩაქრობას ასეულობით სამაშველო-სახანძრო ბრიგადის თანამშრომლითა და რამდენიმე ვერტმფრენით ცდილობენ. 

კომენტარები