ლარი

1 სექტემბრიდან მიმოქცევაში განახლებული 5-ლარიანი ბანკნოტი გამოვა

ტაბულა

2017 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი 5 ლარიანით სებ-ი 2016 წელს დაწყებულ ფულის ნიშნების განახლების პროექტს აგრძელებს. 

განახლებული 5 ლარი, წინა მხარე


ფოტო: ტაბულა

უკანა მხარე


ფოტო: ტაბულა

განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.

ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. ახალი ბანკნოტები გერმანიაში დაიბეჭდა.

სხვაობა განახლებულსა და ძველ ბანკნოტებს შორის


ფოტო: ტაბულა

ეროვნული ბანკი 10-ლარიანი ბანკნოტის განახლებასაც გეგმავს.

კომენტარები