ჯეკპოტი

მასაჩუსეტსში ბილეთმა $759 მილიონი დოლარის ჯეკპოტი მოიგო

qz

23 აგვისტოს აშშ-ში Powerball-ის ჯეკპოტი გათამაშდა, მასაჩუსეტსის შტატში გაყიდულმა ბილეთმა $758.7 მილიონი დოლარი მოიგო. ეს ერთ ბილეთზე გათამაშებული ყველაზე დიდი მოგებაა.

მომგებიანი ბილეთის მფლობელს ლატარიის კომპანიისთვის ჯერ არ მიუმართავს. 

რიცხვები, რომლითაც მან ჯეკპოტი მოიგო შემდეგია: 6, 7, 16, 23, 26 და ბონუს რიცხვი 4.

მოგებული $758 მილიონს ერთიანად არ აიღებს. CNN-ის ცნობით, მას თანხა მომდევნო 29 წლის მანძილზე ჩაერიცხება. გამარჯვებული ხელზე დაახლოებით $443 მილიონს მიიღებს. 

2016 წლის 14 იანვარს აშშ-ში ლატარიის არსებობის ისტორიაში მაქსიმალური მოგება $1.6 მილიარდი დოლარი გათამაშდა. მაშინ სამმა ბილეთმა მოიგო, მათზე $528 მილიონი გადანაწილდა.

Powerball-ის ლატარიას აშშ-ის 44 შტატში თამაშობენ, ჯეკპოტის მოგების ალბათობა კი, 1 შეფარდებული 292,201,338-თან არის. ეს ალბათობა ადამიანზე მეხის დაცემის ალბათობაზე ორჯერ დაბალია.

წინა უმსხვილესი ჯეკპოტი 2013 წელს მოიგეს და ის $656 მილიონს შეადგენდა.

კომენტარები