ხანძარი

მთავრობამ გახსნა სპეციალური ანგარიში, სადაც მოსახლეობას თანხის ჩარიცხვა შეუძლია

დათო შალიკაშვილი

საქართველოს მთავრობამ ბორჯომის ტყის აღდგენისთვის გახსნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც მოსახლეობას თანხის ჩარიცხვა შეუძლია, ამის შესახებ მთავრობის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერია. მთავრობის ინფორმაციით, ამ თანხის ხარჯვა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდება.

"ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, გაიხსნა სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.

ელექტრონული პორტალი შესაძლებლობას მოგვცემს აღნიშნულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის პროცესი, ისევე როგორც გაწეული ხარჯები თვალსაჩინო, აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იყოს, რათა ყველა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს როგორ დაიხარჯება მის მიერ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენისთვის ჩარიცხული თითოეული თეთრი. 

მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
იხილეთ ანგარიშის ნომრები სახელმწიფო ხაზინაში:

ეროვნულ ვალუტაში თანხის ჩარიცხვისთვის (ლარი)
● კერძო კომპანიებიდან და ფიზიკური პირებიდან:
მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები სახელმწიფო ბიუჯეტს (ლარი) 
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; 
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003271

● უცხო სახელმწიფოთა საელჩოები საქართველოში:
მიმდინარე უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები (ლარი)
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; 
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003003

● საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობიდან საქართველოში:
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები (ლარი)
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; 
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003001

უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვისთვის:
აშშ დოლარი
Intermediary: 
FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD)
SWIFT CODE: FRNYUS33
ACC: 021087992 GEORG
Beneficiary's bank: 
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA 
IBAN: GE65NB0331100001150207 
ევრო
Intermediary: 
DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR)
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060
Beneficiary's bank: 
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA
IBAN: GE65NB0331100001150207", - წერია განცხადებაში.

კომენტარები