საქართველოს რკინიგზა

რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

ოთო კობახიძე

საქართველოს რკინიგზასთან მიმდინარე აქციაზე აუდიტორია 115–ის წევრი ირაკლი კუპრაძე და რკინგზელთა პროფკავშირის წევრი გიორგი სოფრომაძე დააკავეს. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების 16 წარმომადგენელი რკინიგზის დეპარტამენტის წინ მეათე დღეა, შიმშილობს. მიზეზი - რკინიგზაში როტაციის წესით თანამშრომლებისთვის სამუშაოს ადგილმდებარეობის შეცვლაა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის ვასილ ხორავასა და რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას თანამდებობიდან გათავისუფლებას, ასევე, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასაც ითხოვენ.

გაფიცულ რკინიგზელებს დღეს სოლიდარობა აუდიტორია 115-მა გამოუცხადა. ისინი საქართველოს რკინიგზის ოფისში შესვლას ცდილობდნენ და აცხადებდნენ, რომ რკინიგზა რკინიგზელების საკუთრებაა და მოშიმშილეებისთვის ფოიეში ყოფნის საშუალება უნდა მიეცათ.

კომენტარები