საქართველოს რკინიგზა

რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

ოთო კობახიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 10 ადამიანი დააკავეს.

აუდიტორია 115-ის და რკინიგზელთა პროფკავშირების წევრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევას ედავებიან.

მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა სცადა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებისთვის ფოიეში ყოფნის საშუალება მიეცათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

კომენტარები