ხანძარი

აგულაშვილი: ხანძარში მობუდარი ფრინველების ბუდეები განადგურდებოდა

გიგლა აგულაშვილი
ტაბულა

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საუბრობს იმ ზიანზე რაც ხანძარმა სავარაუდოდ ტყეში არსებულ ცხოველებსა და ფრინველებს მიაყენა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ, მობურადი ფრინველების ბუდეები განადგურდებოდა.

"არ არის ვარაუდი, რომ აქ იქნებოდა მსხვილი ძუძუმწოვრები, რადგან მაგალითად, დათვებს დასახლებულ პუნქტთან, თან გადამწვარ ტერიტორიასთან არ ექნებოდათ ბინა და ისინი აუცილებლად დააღწევდნენ თავს ხანძარის. ასევე დააღწევდნენ თავს ირმებიც. შეიძლება ვივარაუდოთ შველის არსებობაც, მაგრამ არა იმხელა რისკებზე, რომ მათ გადანგურებაზე ვიფიქროთ. აქ, სავარაუდოდ, განადგურდებოდა მობუდარი ფრინველების ბუდეები, მაგრამ ფრინველები მოახერხებდნენ გადაადგილებას, რისკის ქვეშ დარჩებოდნენ რეპტილიები და წვირილი ძუძუმწოვრები და სავარაუდოდ, მათი ნაწილი გადანაგდურდა, თუმცა ამ კითხვებზე პასუხები გვეცოდინება, როცა სპეციალისტები ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შევლენ ტეროტორიაზე", - ამბობს აგულაშვილი.

დღეს პრემიერმინისტრმა ბორჯომში ათასი ჯარისკაცის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. საჯარისო ნაწილები მეხანძრე მაშველებთან ერთად ხანძრის არსებული კერების ჩაქრობისთვის იმუშავებენ. 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას მეხუთე დღეა ცდილობენ. უცნობია ხანძრის ზუსტი მოცულობა თუმცა ის სავარაუდოდ, მინიმუმ 15 ჰექტარია.

კომენტარები